Tik Tok ახალ ფუნქციას ამატებს. პლატფორმამ „ხმის ძებნის“ ტესტირება დაიწყო, რომელიც მომხმარებელს კომპოზიციის წამღერებით მისი პოვნის საშუალებას აძლევს.
აღსანიშნავია, რომ რაც უფრო პოპულარულია სიმღერა, მით უფრო უმარტივდება სისტემას მისი პოვნა. ამასთან, ფუნქციამ შეძლო TikTok-ში პოპულარული საუნდების ამოცნობაც.
მედიის ცნობით, ამ ეტაპზე „ხმის ძებნა“ მხოლოდ მომხმარებელთა ნაწილისთვის არის ხელმისაწვდომი.