LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თავდაცვის სამინისტრო: „2008 წლის აგვისტოს ომის მეთექვსმეტე წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში დროშები დაეშვა“

494
თავდაცვის სამინისტრო

„2008 წლის აგვისტოს ომის მეთექვსმეტე წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში დროშები დაეშვა“ -ამის შესახებ ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

„საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის მიზნით, რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შედეგად დაღუპული გმირების ხსოვნის პატივის მიგების ნიშნად, სახელმწიფო დროშები დაშვებულია უწყების ადმინისტრაციულ შენობებსა და საქართველოს მასშტაბით მდებარე ყველა სამხედრო ბაზაზე. 

საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, სახელმწიფო დროშები დაშვებული იქნება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ადმინისტრაციული ორგანოების შენობებზე 8 აგვისტოს 00:00 საათიდან 9 აგვისტოს 00:00 საათამდე“ – ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g