LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე: „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აუცილებლად აღდგება მშვიდობიანი გზით და ასრულდება ის ოცნება, რომელიც ჩვენს გმირებს ჰქონდათ“

127
ირაკლი კობახიძე

„საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აუცილებლად აღდგება, აუცილებლად აღდგება მშვიდობიანი გზით და ასრულდება ის ოცნება, რაც ჩვენს გმირებს ჰქონდათ“, – ამის შესახებ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მისულმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან“ – საგარეო საქმეთა სამინისტრო

„დღეს ჩვენ პატივი მივაგეთ აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს. ყველას გვახსოვს უმძიმესი ტრაგიკული დღეები, თუმცა ეს დღეები ჩვენ ასევე სიამაყით გვავსებს გამომდინარე იმ უდიდესი გმირობიდან, რომელიც ჩვენმა სამხედროებმა ჩაიდინეს. კიდევ ერთხელ ჩვენ მათ პატივი უნდა მივაგოთ.

მათ ჰქონდათ ოცნება, ეს იყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და მე დარწმუნებული ვარ, მათი გმირობა უკვალოდ არ ჩაივლის.

საქართველოს ტერიტორია აუცილებლად აღდგება, აუცილებლად აღდგება მშვიდობიანი გზით და ასრულდება ის ოცნება, რაც ჩვენს გმირებს ჰქონდათ“,-განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე: „ეს სპეკულაციებია, რომელსაც არ აქვს საფუძველი, ერთადერთი მიზანი არის ის, რომ რაღაცნაირად გახლიჩონ ამ ყველაფერშიც საზოგადოება… რამდენიმე წლის შემდეგ გადაწყვიტეს, რომ თურმე 7 აგვისტოს დაწყებულა ომი“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g