„მოცეკვავე მილიონერი“, ჯანლუკა ვაკი 5 აგვისტოს 57 წლის გახდა. ეს დღე ვარსკვლავმა სარდინიაზე გრანდიოზულად აღნიშნა. წვეულება სანაპიროზე გაიმართა. ჯანლუკას გვერდს უმშვენიერესი მეუღლე, შერონ ფონსეკა და მათი ქალიშვილი, ბლუ-იერუსალიმი უმშვენებდა.
„მე საოცრად ბედნიერი დაბადების დღე მქონდა“, – წერს ვაკი და წვეულებიდან შთამბეჭდავ კადრებს გვიზიარებს.
 
				 
															
 
															 
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
 