LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვოლოდიმირ ზელენსკი: „რუსეთმა ომი მოიტანა და უნდა იგრძნოს, რა ჩაიდინა“

146
ვოლოდიმირ ზელენსკი

რუსეთში, კურსკის ოლქში მიმდინარე ბრძოლების ფონზე, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთმა უკრაინაში ომი მიიტანა და  თავადაც უნდა იგრძნოს, რა ჩაიდინა.

ზელენსკის განცხადებას უკრაინული გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ ავრცელებს:

„რუსეთმა ჩვენს მიწაზე ომი მოიტანა და უნდა იგრძნოს, რა ჩაიდინა. ჩვენ კი ვისწრაფვით, რაც შეიძლება მალე მივაღწიოთ საკუთარ მიზნებს, მშვიდობას – სამართლიან მშვიდობას. ასეც იქნება“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

პუტინმა კურსკის ოლქზე უკრაინის თავდასხმას „მასშტაბური პროვოკაცია“ უწოდა

სხვა უკრაინელი ოფიციალური პირების მსგავსად, ზელენსკის კურსკში მიმდინარე მოვლენებზე, ცალსახად არ უსაუბრია.

პუტინის განცხადებით, კურსკის ოლქის მცხოვრებლებს, რომელთაც სახლების დატოვება მოუწიათ, ერთჯერადად 10 000 რუბლი გადაეცემათ

ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კურსკის ოლქის გუბერანტორის მოვალეობის შემსრულებელთან, ალექსეი სმირნოვთან საუბარში განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ 6 აგვისტოდან რუსეთში კურსკის ოლქში უკრაინელი სამხედროების შეჭრის შესახებ ურთიერთგამომრიცხავი ცნობები ვრცელდება. გუშინ, 8 აგვისტოს, კურსკის ოლქში საგანგებო ვითარების რეჟიმი ამოქმედდა.

„ვლოცულობთ, ყველანი ვლოცულობთ“ – მარგარიტა სიმონიანი კურსკის ოლქში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება

უკვე მესამე დღეა, რუსეთის ტერიტორიაზე, უკრაინის მოსაზღვრე კურსკის ოლქში, ბრძოლები მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g