„ქართული აგენტურული ოპოზიციის გამაოგნებელი და პარადოქსული ქცევა: მაშინ, როდესაც პრიგოჟინის შემთხვევაში “გოუ გოუ ჟენიას” აჟიტირებულები გაიძახოდნენ, უკრაინის ჯარის შეტევაზე და წინსვლაზე კურსკის მიმართულებით ხმას არ იღებენ“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.
„რა შეიძლება იყოს ამისი მიზეზი? ამ კითხვაზე პასუხი უამრავ სხვა კითხვაზეც გასცემს პასუხს…
მათ შორის, მაგალითად, საიდან მოიტანა „ქართულმა ოცნებამ“ მეორე ფრონტის თემა?!..
მთავარი გამოწვევაა, რომ ქვეყანა აგენტურას არ უნდა გავანადგურებინოთ.
განვითარება, მშვიდობიანი და ღირსეული სვლა ევროპისკენ უნდა გავაგრძელოთ!
მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ!“, – წერს მამუკა მდინარაძე.