„მადლობა გულშემატკივარს და აუცილებლად ვიბრძოლებ, რომ ოქროსფერი მედალი ჩავიტანო ჩემს ქვეყანაში“ – ამის შესახებ ოლიმპიურმა ვიცეჩემპიონმა, გივი მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილმა თავისუფალ ჭიდაობაში 97 კილოგრამ წონითი კატეგორიის ფინალში ბაჰრეინის სახელით მოასპარეზესთან წუთზე ნაკლებ დროში წააგო, თუმცა ქვეყანას კიდევ ერთი ვერცხლის მედალი მოუტანა.
ორგზის ევროპის ჩემპიონისთვის ზაფხულის თამაშები სადებიუტო იყო.
ცნობისთვის, საერთო ჯამში, ქართულმა დელეგაციამ შვიდი მედალი მოიპოვა, სამი ოქრო, სამი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო. მედლების საერთო ჩათვლაში საქართველომ პარიზის ოლიმპიადაზე 24-ე ადგილი დაიკავა.