გუშინ 12 აგვისტოს, ონლაინ-პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებლის, ნიკო კვარაცხელიას დაბადების დღე იყო.
ნიკო, რომელიც 2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე 22 წლის ასაკში მოკლეს, 25 წლის გახდებოდა.
ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ადამიანებს მიმართავს და მადლობას უხდის ყურადღებისთვის და სიყვარულისთვის, მისი თქმით ნიკო ერთ-ერთია, ვინც ლამის დღესასწაულად აქცია გარდაცვალება:
„მეგობრებო არც კი ვიცი საიდან და როგორ დავიწყო სათითაოდ დაგიბრუნდებით და დაგიბრუნებთ იმ სიყვარულს და ემოციას რაც დღეს მოგვანიჭეთ მხოლოდ ერთს გეტყვით, ნიკო ერთადერთს არ ვიტყვი მაგრამ ერთ -ერთია ვინც გარდაცვალება დღესასწაულად აქცია ლამის
უფალმა დაგლოცოთ, შვილები დაგელოცოთ სიხარული და ბედნიერი დღეები გიმრავლოთ…
ძალიან ძალიან დიდი მადლობა….
P.S. ეს იყო ანტიბში, სოფია ანტიპოლისში, 16 წლის ბიჭი დავტოვეთ skema-ში და ძალიან მალე დიდი კაცი დაბრუნდა თავის ცხოვრების დიდ სიყვარულთან ერთად ძალიან ემოციური იყო დღევანდელი დღე skema -ში“ – წერს იზა ომიაძე.
ცნობისთვის, გუშინ ონლაინ-პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებლის, ნიკო კვარაცხელიას დაბადების დღე იყო.
ნიკო, რომელიც 2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე 22 წლის ასაკში მოკლეს, 25 წლის გახდებოდა.
მეგობრებო არც კი ვიცი საიდან და როგორ დავიწყო🥹🙏 სათითაოდ დაგიბრუნდებით და დაგიბრუნებთ იმ სიყვარულს და ემოციას რაც დღეს …
Posted by Iza Omadze on ორშაბათი, 12 აგვისტო, 2024