LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იდეა სასიყვარულო სამკუთხედი იყო, სიმღერა მელოდიური და სევდიანია… ძალიან სწრაფად, ვირუსულად გავრცელდა“- პაატა თედიაშვილი

177
Capture

რადიო „არ დაიდარდოს“ ეთერს პაატა თედიაშვილი სტუმრობდა, რომელმაც მსმენელს სიმღერა „რაღაცა ხდება“ წარუდგინა. სიმღერა პაატა თედიაშვილის, სალომე კაპანაძის და დიასას ერთობლივი ნამუშევარია.

პაატა, რა შეიცვალა შენს ცხოვრებაში „პრაიმ ჰაუსში“ მონაწილეობის შემდეგ, უფრო მეტად იგრძენი პოპულარობა?

ერთი, რომ პოპულარობა გაიზარდა. კი, იქამდეც იყო ეს ყველაფერი, მაგრამ უფრო გამყარდა, რადგან შევარჩიე გამორჩეული თამაშის ტაქტიკა, რომელმაც ფინალამდე მიმიყვანა.

რას გვეტყვი სეზონზე „All star”, რამდენად მომზადებული და წინასწარ შემუშავებული სტრატეგიით შეხვედი სათამაშოდ?

არაფრის აზრზე არ ვიყავი. ვიცოდი, რომ რთული სეზონი იქნებოდა, რადგან ყველა იმპულსური, გამორჩეული მოთამაშე იყო. იქ იყვნენ წინა სეზონების ნახევარ ფინალისტები, ფინალისტები… ძალიან არაპროგნოზირებადი იყო ყოველი დღე, ყოველი საათი.

ვისაუბროთ სიმღერაზე „რაღაცა ხდება“, რომელსაც სალომე კაპანაძესთან და დიასასთან ერთად ასრულებ.

ეს სიმღერა 2012 წელს დავწერე და ჩამწერე. ჩემია ტექსტი და მელოდია. მაშინ, ერთ-ერთ ტელევიზიაშიც შედგა პრემიერა. 

მოგეხსენებათ, ყოველ კვირას გვაქვს წვეულება და რადგანაც წვეულების სახელი „სიყვარული“ იყო, სალომეს შევთავაზე, რომ ეს სიმღერა გაგვეკეთებინა. ჩემი იდეა იყო დეკორაციაც. მთავარი დეკორაცია საწოლი იყო. ვიზუალური მხარის იდეა სასიყვარულო სამკუთხედი იყო.

სიმღერა მელოდიური და სევდიანია. პირველივე ღამეს, როცა სიმღერის ვიდეო დაიდო, ძალიან სწრაფად, ვირუსულად გავრცელდა. ეტყობა, ძალიან ბევრი რაღაც გაახსენა ხალხს. სიმღერის არანჟირება პაატა ფაცურიას ეკუთვნის. ჩაიწერა სტუდიაში „Insound“.

გადაცემის ჩანაწერი:
პაატა თედიაშვილი, სალომე კაპანაძე, დიასა – რაღაცა ხდება
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები