LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„5 საათის მერე კონტაქტზე არ გამოსულა, გვითხრა, რომ დაიკარგა, გზა აებნა და იმის მერე ვერ ვუკავშირდებით“ – ოჯახი 22 წლის მამაკაცს ეძებს

190
საბა მაჭავარიანი

საჩხერის მუნიციპალიტეტში ოჯახი ახალგაზრდა მამაკაცს, 22 წლის საბა მაჭავარიანს ეძებს.

ინფორმაციას სოციალურ ქსელში საბა მაჭავარიანის და ავრცელებს და წერს, რომ საბა სოფელ ორღულის ტყეში სოკოზე წავიდა, 5 საათის შემდეგ კი კონტაქტზე არ გამოსულა:

„ძალიან გთხოვთ დამეხმარეთ. დაიკარგა ჩემი ძმა.

საბა მაჭავარიანი 22 წლის, სოფელ ორღულის ტყეში წავიდა სოკოზე, 5 საათის მერე არ გამოსულა კონტაქტზე, გვითხრა რომ დაიკარგა, გზა აებნა და იმის მერე ვერ ვუკავშირდებით. თუ ვინმემ რამე იცით, გამომეხმაურეთ, უმორჩილესად გთხოვთ. ეძებს სამაშველო, პოლიციაც და მოსახლეობაც.

გააზიარეთ რომ ყველამ ნახოს!

ტელ: 598319697“, – წერს საბა მაჭავარიანის და სოციალურ ქსელში.

ძალიან გთხოვთ დამეხმარეთ🙏 დაიკარგა ჩემი ძმა საბა მაჭავარიანი 22 წლის, სოფელ ორღულის ტყეში წავიდა სოკოზე, 5 საათის მერე…

Posted by Salome Matchavariani on სამშაბათი, 13 აგვისტო, 2024
magti 5g