„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე და ამჟამად ენმ-ის პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელი, ლევან ხაბეიშვილი, რომელმაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, დროებით საქართველო დატოვა და აშშ-ში გაემგზავრა, სოციალურ ქსელში შტატებიდან ძმასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ უახლოეს პერიოდში საქართველოში ბრუნდება.
„რა უხერხულია, იძულებული ვარ ამაზე ვისაუბრო“ – ლევან ხაბეიშვილი ამერიკაში წავიდა
„საქართველოში დაბრუნების დროა გადამწყვეტი ბრძოლისთვის! ✌🏻🇬🇪🇪🇺🇺🇸 უახლოეს დღეებში შევხვდებით შინ – სამშობლოში ❤️🇬🇪
ჩემს ძმას და ყველა ემიგრანტს მოვუწოდებ აქტიურობისკენ ✅ დარეგისტრირდით და ვისაც შეგიძლიათ მიდით არჩევნებზე❗️ უცხოეთში მცხოვრებნო, ეცადეთ თითოეულმა თქვენგანმა, საქართველოში მინიმუმ ერთი ადამიანი დაარწმუნოთ, რომ არჩევნებზე წავიდეს, ხმა მისცეს საქართველოს მომავალს – 5️⃣🇬🇪🇪🇺“, – წერს ლევან ხაბეიშვილი.
⚪️🔴 მე და ჩემი ძმა ✌🏻საქართველოში დაბრუნების დროა გადამწყვეტი ბრძოლისთვის! ✌🏻🇬🇪🇪🇺🇺🇸 უახლოეს დღეებში შევხვდებით შინ -…
Posted by Levan Khabeishvili on ოთხშაბათი, 14 აგვისტო, 2024