LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერმა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლა

157
მამუკა ჯანგულაშვილი

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსი, მამუკა ჯანგულაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

შესაბამისი ბრძანება მთავრობის ადმინისტრაციამ 14 აგვისტოს გამოსცა.

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შექმნის შესახებ” საქართველოს კანონის მეორე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გათავისუფლდეს მამუკა ჯანგულაშვილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის თანამდებობიდან“, – წერია 14 აგვისტოს ბრძანებაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი აწერს ხელს. უცნობია, რა გახდა ჯანგულაშვილის გათავისუფლების მიზეზი.

მამუკა ჯანგულაშვილი ექსპერტიზის ბიუროს უფროსის პოსტზე 2021 წლის მარტში დაინიშნა.

mazda magti 5g