„ყოველ წელს გაკვირვებულები ვართ ჩვენი დასავლელი კოლეგების მანიაკური სურვილით, რომ განიხილონ სააკაშვილის და მის მიერ განხორციელებული აგრესიის საკითხი სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ფაქტებს, რაც მჟღავნდება და ქართველი მაღალჩინოსნების პოზიციებს, ეს უფრო და უფრო ემსგავსება მაზოხიზმს“, – ეს განცხადება რუსეთის ფედერაციის დიპლომატიური მისიის წარმომადგენელმა გაეროში დმიტრი პოლიანსკიმ გაერო-ს შტაბბინაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
„მეტ კომენტარს აღარ გავაკეთებ. უბრალოდ, თქვენი ნებართვით, წავიკითხავ ციტატას საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს განცხადებიდან:
„ქართული საზოგადოების უდიდეს ნაწილს სააკაშვილის ადეკვატურობაში სამართლიანად ეპარება ეჭვი. თუმცა, ფაქტია, რომ 2008 წლის აგვისტოში სააკაშვილის ავანტიურისტული ქმედებები არა მისი ფსიქიკური გაუწონასწორებლობის, არამედ გარედან დაკვეთილი და კარგად დაგეგმილი ღალატის შედეგი იყო.
საქართველოში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის დასამყარებლად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, წარიმართოს საჯარო სამართლებრივი პროცესი და საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ გაიგოს, ვინ ჩაიდინა უმძიმესი მოღალატეობრივი დანაშაული ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე.“
გაიხსენეთ ეს სიტყვები, როცა დასავლელი კოლეგები გამოვლენ აქ და გეტყვიან ტყუილებს, რა მოხდა მაშინ“, – განაცხადა პოლიანსკიმ.