LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპულ კურორტზე უცხოელების სიმრავლის გამო ტურიზმის სრულად აკრძალვა მოისურვეს

123
53050d3af4dc0ae83afed3b9267c49ae

მენორკას პოპულარულ სოფელს, რომელსაც “ესპანურ მიკონოსს” უწოდებენ, სურს ტურიზმის სრულად აკრძალვა ქუჩებში ტურისტების ბრბოს გამო. ამის შესახებ Daily Mail იუწყება.

განმარტავენ, რომ საუბარია თვალწარმტაცი მეთევზეთა სოფელ ბინიბეკა-ველზე, სადაც ყველა შენობა თეთრად არის შეღებილი. ეს ადგილი უამრავ ტურისტს იზიდავს და ფოტოების უმეტესობაც აქ არის გადაღებული. ადგილობრივი მაცხოვრებლები ჩივიან, რომ ტურისტები კიბეებზე ადიან ფოტოების გადასაღებად, კედლებს ეხებიან და ღებავენ.

ბინიბეკაში ისედაც მოქმედებს შეზღუდვები: იქ მისვლა შეგიძლიათ მხოლოდ 11:00 საათიდან 20:00 საათამდე.

უკვე მრავალი თვეა, რაც კანარისა და ბალეარის კუნძულების მაცხოვრებლები უკმაყოფილებას გამოხატავენ მასობრივი ტურიზმის შედეგების გამო. ტენერიფეში პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყეს. აქციის მონაწილეების თქმით, ტურიზმი ანადგურებს კუნძულებს, აბინძურებს ზღვას და ზრდის საცხოვრებლის ღირებულებას. ამასთან, ადგილობრივი მოსახლეობა ირწმუნება, რომ პრეტენზია არ აქვთ თავად ტურისტებზე, არამედ მხოლოდ კუნძულებზე არსებული „ტურისტული მოდელის“ მიმართ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები