დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair–ის საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით,კიდევ ერთი ნიუსი გავრცელდა – http://geolowcost.com/ryanairingeorgia/. სააგენტო იუწყება, რომ ავიაკომპანიის საიტის კოდებში, თბილისი გამოჩნდა.
ამის დასადასტურებლად ისინი “სქრინშოთსაც” აქვეყნებენ:
თუმცა, რეალურად, ავიაკომპანიის საიტზე და არც მის კოდებში, თბილისი არსად ჩანს.
“ფორტუნასთან” აღნიშნულ ინფორმაციას Ryanair–მა ჭორი და სპეკულაცია უწოდა.
“ჩვენ არ ვაკეთებთ კომენტარს ჭორებსა და სპეკულაციებზე”,–განაცხადა რაინეარის პრესასთან ურთიერთობის სამსახურმა “ფორტუნასთან”.
აღნიშნული ინფორმაციის სანდოობას ეჭქვეშ აყენებს ის ფაქტიც, რომ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები, ზოგადად არა თბილისის აეროპორტში, არამედ ქუთაისის აეროპორტში შედიან. (დაბალი გადასახადების გამო)
ავიაკომპანია Ryanair–ის საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით, “ფორტუნაც” წერდა. კომპანიამ გრძელვადიან მომავალში, საქართველოში შემოსვლის პერსპექტივა არ უარყო.
თუმცა, ფაქტია, რომ გავრცელებული ნიუსი ავიაკომპანიის თბილისში შემოსვლასთან დაკავშირებით, სიმართლეს არ შეესაბამება და Ryanair–ის რუკაზე საქართველო ჯერჯერობით არსად ჩანს – არც კოდებში და არც მიმართულებებში.
თამთა უთურგაშვილი