LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დედა მე ყველაფერს გპატიობ, გთხოვ, უბრალოდ გამოჩდი, მეტი არაფერი მინდა… ჩემი აყვანა ფოთში, ერთ-ერთი ნაქირავები სახლიდან მოხდა“ – 39 წლის ნათია თუთბერიძე ბიოლოგიურ ოჯახს ეძებს

696
ნათია თუთბერიძე

39 წლის ნათია თუთბერიძე ბიოლოგიურ ოჯახს ეძებს. ამის შესახებ ნათია თუთბერიძე სოციალურ ქსელში წერს და საკუთარი მონაცემების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს:

„გამარჯობა. ვეძებ ბიოლოგიურ ოჯახს. დავიბადე, როგორ ვიცი, 1985 წლის 21 ივნისს, ფოთის სამშობიაროში. ჩემი აყვანაც ფოთში მოხდა ერთ-ერთი ნაქირავები სახლიდან… დედამ გამომატანა უფროსი შვილების ფოტოები, რომ წამოვიზრდებოდი, ჩემთვის გამზრდელს გაეცნო. (ბავშვი რომ ვიყავი, ეს ფოტოები ალბომში რომ მხვდებოდა, ყოველთვის ყურადღებას იქცევდა ჩემში და ვეკითხებოდი, თუ ვინ იყვნენ ისინი, ულამაზესი ბავშვები იყვნენ ხუჭუჭა თმებით, დღესაც თვალწინ მიდგას) ყავისფერში იყო ეს ფოტოები, ულამაზესი ანგელოზების.

მე ვიზრდებოდი ხობის რაიონ სოფელ საჯიჯაოში. შემდეგ გავთხოდი ხობში. ამ დროს ვიგებ, რომ ვარ ნაშვილები და იწყება ჩემი სულიერი ტანჯვა. არ მეუბნება დედა არაფერს, რაც მაინტერებს. მხოლოდ ეს მითხრა, ფოტო გამოგატანა დედაშენმა შენი და-ძმისო. სიხსრულით მეგონა ავფრინდი და დააყოლა – გავანადგურეო, შენზე გავბრაზდი ადრე რომ გათხოვდიო და აღარ მაქვსო. მხოლოდ ბავშვობის წარმოდგენა მაქვს დარჩენილი, მაგრამ თვალწინ მიდგას ჩემი ხუჭუჭა დედმამისშვილები. (ჩემი 3 შვილიც ხუჭუჭები მყავს და ბედნიერი ვარ ამით, მეოთხე შვილი მე დამემსგავსა სრიალა თმებით)

მოკლედ, დავამატებ მხოლოდ იმას, რომ გვარები ახსენა დედამ – ბარამია და ქობალია არის შენი სისხლი და ხორციო. ზუგდიდიდანო… ერთ-ერთი სოფლიდანო… ხან მეტყოდა ხოლმე, აფხაზეთიდან იყოვო და იქ დაიღუპაო, რომ გაგაჩინა, 24 წლის იყოვო და ახლა იქნება 63 წლის.

ხშირად მამსგავსებენ რუსს და კიდევ ვიცი, თითქოს რუსი ბებია მყავდა… მეტი არაფერი ვიცი ჩემს შთამომავლობაზე.

გთხოვთ, თუ ვინმეს გეცნობათ ეს ისტორია, რომ შემომეხმიანოთ. გამზრდელი გარდაცვლილია, რომ ამიყვანა, იყო 50 წლის. იქნებ რამით აღადგინოთ ეს ისტორია და ვიპოვოთ ერთმანეთი.

დედა მე გპატიობ ყველაფერს, უბრალოდ გამოჩდი… მინდა გაგიცნო და მადლობა გითხრა, რაც გენეტიკურად შენიდან გამომყვა. მე ბედნიერი ვარ იმით, რაც მაქვს შენიდან და კიდევ თუ გაიმეტებ რომ გიხილო, უფრო ბედნიერი ვიქნები, ყველაფრის მიუხედავად.

გთხოვ შემეხმიანე, ჩემი სახელი და გვარი არის ნათია თუთბერიძე. შენ დაგირქმევია სუზანა. არ ვიცი, რამდენად მართალია ეს ინფორმაცია, მაგრამ ჩემი გრძნობები შენდამი წრფელია, ეგ ზუსტად ვიცი. გთხოვ, გამოჩდი, მეტი არაფერი არ მინდა. დავურთავ ჩემი და ჩემი შვილების ფოტოებს, იქნებ მსგავსებაც ნახოთ ვინმემ და გავიკვლიოთ გზა ერთად“, – წერს ნათია თუთბერიძე სოციალურ ქსელში.

🙏🏻🙏🏻🙏🏻

Posted by Elis Elis on სამშაბათი, 20 აგვისტო, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები