LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი მამარდაშვილი განცხადებას ავრცელებს – რას წერს ფეხბურთელი მას შემდეგ, რაც „ლივერპულმა” მისი გადასვლა დაადასტურა

434
2024-08-28_00-37-44_698957

საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი „ლივერპულში“ გადასვლის შემდეგ პირველ განცხადებას ავრცელებს.

მერ­სი­სა­ი­დე­ლებს გი­ორ­გი მომ­დევ­ნო წლის მა­ის­ში შე­უ­ერ­თდე­ბა, მა­ნამ­დე კი კვლავ „ვა­ლენ­სი­ას” შე­მად­გენ­ლო­ბა­ში გა­აგ­რძე­ლებს ას­პა­რე­ზო­ბას.

„მოგესალმებით,
ვალენსიაზე და ამ კლუბზე საუბარს მადლიერების გამოხატვის გარეშე ვერ დავიწყებ. მინდა მადლობა გითხრათ, სამი წლის განმავლობაში უწყვეტი მხარდაჭერისთვის და სიყვარულისთვის, რომელსაც კლუბში მოსვლის პირველი დღიდან, ყველა ეტაპზე ვგრძნობ.
სიტყვები არ არის საკმარისი, გამოვხატო მადლიერება იმ ყველაფრისთვის რაც ვალენსიამ, ამ დიდმა საფეხბურთო ოჯახმა მომცა. ვალენსიამ შეცვალა ჩემი ცხოვრება და შექმნა ჩემი კარიერა.

სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე დავრჩე კიდევ ერთი წელი ვალენსიაში და დავეხმარო გუნდს თავისი მიზნის მიღწევაში.

ყველამ ვიცით,როგორი რთული წელი გველოდება და როგორი გარდამტეხია ეს პერიოდი თავად კლუბისთვისაც.

ამიტომ, როგორც არასდროს ისე უნდა დავდგეთ ერთად და ვიბრძოლოთ ბოლომდე!“, – წერს გიორგი მამარდაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g