LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შოთა არველაძე: „მამარდამ, თავისი გამორჩეული უნარებით დაიმსახურა, რომ ლივერპულის დონის კლუბში მოხვედრილიყო..ქართველი მეკარის ამ კალიბრის გუნდში წასვლა კოსმოსში გაფრენას ჰგავს“

218
არველაძე

გიორგი მამარდაშვილის წარმატებას სოციალურ ქსელში შოთა არველაძე ეხმაურება.

როგორც შოთა წერს, ქართველი მეკარის ამ კალიბრის გუნდში წასვლა კოსმოსში გაფრენას ჰგავს.

„გიორგი მამარდაშვილს ვულოცავ უდიდეს კლუბში ტრანსფერს და მიხარია, რომ მისი პროფესიონალიზმი და შრომა სათანადოდ დაფასდა. მოზარდი ფეხბურთელისთვის ოცნებები უცვლელია; ყველა ოცნებობს დიდ გუნდში მოხვედრაზე, ისე როგორც ათწლეულების წინ იყო ჩვენი და შემდგომი თაობების შემთხვევაში.

მამარდამ, თავისი გამორჩეული უნარებით დაიმსახურა, რომ ლივერპულის დონის კლუბში მოხვედრილიყო. ჩვენი საზომით, ქართველი მეკარის ამ კალიბრის გუნდში წასვლა კოსმოსში გაფრენას ჰგავს, მაგრამ ევროპის ჩემპიონატზეც დამტკიცდა, რომ ამ თაობის საზომი სწორედ ასეთ სიმაღლეებზე ფრენაა. წარმატებებს ვუსურვებ მას კარიერის ახალ ეტაპზე, მანამდე კი ვალენსიაში, გამორჩეულ მატჩებს ველოდებით,“ – წერს შოთა არველაძე.

გიორგი მამარდაშვილი ოფიციალურად „ლივერპულის“ მეკარეა. ტრანსფერის ღირებულება 35 მილიონი ევროა. გიორგი 1-წლიანი იჯარით „ვალენსიაში“ დარჩება, „ლივერპულს“ კი 2025 წლიდან შეუერთდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g