გავრცელებული ინფორმაციით თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ სიმონეთთან ახლოს არსებულ ხელოვნურ ტბაში 23 წლის ახალგაზრდის ცხედარი იპოვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდას წყალში ოთხი დღის განმავლობაში ეძებდნენ.
რადიო „ფორტუნა“ დამატებითი დეტალების გარკვევას შსს-ში ცდილობს.