LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაზე მოაწერინეს ხელი ზანზიბარში გურამ შეროზიას: „მუხლები მიკანკალებდა. დამიჯერეთ, ინტერესი დიდია, მაგრამ ცუდი შეგრძნებაა, როცა გეუბნებიან, თუ ლომი შეგჭამს, არა უშავს, ჩვენ არ დაგვაბრალოო…“

233
გურამ შეროზია

გურამ შეროზია ჟურნალ „თბილისელებთან“ თავის საინტერესო მოგზაურობას იხსენებს და აღნიშნავს, რომ ხელი მოაწერინეს წერილზე, სადაც ადასტურებდა, რომ ლომთან ერთად ფოტოს გადაღების პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებდა.

– ვინც შენს სოციალურ ქსელებს ადევნებს თვალყურს, დამეთანხმება, ამ ზაფხულს, ძალიან საინტერესო, ეგზოტიკური მოგზაურობა გქონდა.

– ივლისის მეორე ნახევარში და აგვისტოს თვეში მომიწია ეგზოტიკურ ქვეყნებში მოგზაურობა. პირველი იყო ვიეტნამი, მალაიზია, რომელიც ულამაზესია და იმდენჯერ ჩავალ იქ, სანამ არ დავიღლები.

ახლახან კი ვიმოგზაურე ტანზანიაში, ზანზიბარში, სადაც ველურ ჯუნგლებში გახლდით. სოციალურ ქსელში დავდე კიდეც ფოტო, სადაც წლინახევრის ლომთან ერთად ვარ გადაღებული. სხვათა შორის, სანამ შევიდოდი, ხელი მომაწერინეს, თუ რამე მოხდა, რომელიმე ცხოველთან რაიმე პრობლემა შეგექმნება, ჩვენი ბრალი არ არისო, თავად ვიღებდი პასუხისმგებლობას და რისკებს ჩემს თავზე. ხელის მოწერის დროს, მუხლები მიკანკალებდა. დამიჯერეთ, ინტერესი დიდია, მაგრამ ცუდი შეგრძნებაა, როცა გეუბნებიან, თუ ლომი შეგჭამს, არა უშავს, ჩვენ არ დაგვაბრალოო (იცინის).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g