LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბერმონაზონი ანგელოსი: „ისე, როგორც დალოცვას აქვს ძალა – ღმერთმა გაგახაროთო, ასევე ბოროტ სიტყვასაც, წყევლასა და უკუღმართ ლოცვას აქვს ძალა. ნახევარ საქართველოს ჯადო აქვს – შვილი დედას წყევლის და დედა – შვილს, ოჯახის წევრები ერთმანეთს…“

294
ბერმონაზონი ანგელოსი

მონასტერში 17 წლის წავიდა, შემდეგ კი მის გზას ასაკოვანი პაპაც შეუერთდა, რომელიც ყინწვისში დღესაც მსახურობს – საუკუნეს მიტანებული სასულიერო პირი სხვებივით მარხულობს და საათობით, მუხლმოყრილი ლოცულობს. ბერმონაზონ ანგელოსი (ერისკაცობაში გიორგი) კოკოლიშვილს ჟურნალი „გზა” დაუკავშირდა და თავისი ამბის მოყოლა სთხოვა.

ბერმონაზონი ანგელოსი:

უამრავ ადამიანს ჯადოსი არ სჯერა, რაც შეცდომაა, როგორც ღმერთისა და კეთილი ანგელოზების ძალას ვაღიარებთ და გვჯერა მათი არსებობის, ასევე არსებობს ბოროტი ძალა – დაცემული ანგელოზები, რომელთაც ეშმაკები ეწოდებათ. უკუღმართ ლოცვასა და წყევლას დიდი ძალა აქვს, რასაც ოჯახები და თაობები ამოუწყვეტია.

– თქვენ ამბობთ, რომ ბოროტი ლოცვაც არსებობს?

– დიახ, სახარებაში წერია: ლეღვის ხე შეირისხა და გახმაო. ისე, როგორც დალოცვას აქვს ძალა – ღმერთმა გაგახაროთო, ასევე ბოროტ სიტყვასაც, წყევლასა და უკუღმართ ლოცვას აქვს ძალა. ნახევარ საქართველოს ჯადო აქვს – შვილი დედას წყევლის და დედა – შვილს, ოჯახის წევრები ერთმანეთს. მე მაქვს უძველესი, მე-17 საუკუნის წიგნი, რომელშიც ბერის საკითხავი ლოცვები წერია და მამა გაბრიელის გამოცხადების შემდეგ, ადამიანებისთვის მათი წაკითხვა დავიწყე. ამ წიგნის ჩემს ხელში აღმოჩენაც სასწაულია. ერთ-ერთმა ღვაწლმოსილმა სასულიერო პირმა მიბოძა, რომელიც უკვე გარდაცვლილია, მაგრამ მის ვინაობას ვერ გავამხელ… ლოცვების დაწყების შემდეგ, სასწაულებმაც არ დააყოვნა – ყოფილა შემთხვევა, როდესაც ორივე ფეხით სნეული ადამიანი მოსულა, პირველი არა, მაგრამ რამდენიმე ლოცვის შემდეგ, განმიკურნავს. ამას მე კი არ ვახდენ, ღმერთმა დამიფაროს ეს ვთქვა, ამას უფალი აკეთებს ჩვენთვისვე, რათა ადამიანები რწმენაში განმტკიცდნენ.

ჯადოზეც გეტყვით: ვისზეც ვამბობ, პოლიტიკოსი რომ არ იყოს, დავასახელებდი, მაგრამ არ იქნება სწორი ჩემი მხრიდან. მისი ცოლი მოვიდა, ფოტო მომიტანა, ბოლო ხანებში საქმე უკან მისდის, არადა, ეკლესიაშიც დავდივარ, მოძღვარიც მყავსო, შემომჩივლა… მას წავუკითხე ლოცვა. მისი წაკითხვისას, ტაძარში მხოლოდ მე და ის ქალბატონი ვიყავით, მძღოლი გარეთ ელოდებოდა. ამ ქალს თან სჯეროდა ჯადოსი, თან – არა. როდესაც ლოცვა დავასრულე, ფოტო შემოატრიალა და ქაღალდი, რომელზეც ადამიანი იყო გამოსახული, სრულად გაშავებულიყო… ამ ლოცვების შემდეგ, ფეხზე უფრო მყარად დადგა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g