პროექტის „ვეძებ“ ავტორი, ტელეჟურნალისტმა თამუნა მუსერიძემ ბიოლოგიური მშობელი იპოვა. ამის შესახებ თამუნამ საზოგადოებას სოციალური ქსელით აცნობა.
„8 წლიანი ძიება დასრულებულია. დიდი მადლობა ყველას, პირველ რიგში ჩემ ქმარს სანდრო მიკუჩაძეს, რომელმაც შეუძლებელი შეძლო“. – ამბობს ვიდეომიმართვაში თამუნა მუსერიძე და დასძენს, რომ ამ ეტაპზე სხვა დეტალებს ვერ ამბობს, თუმცა „იმედი აქვს, რომ როდესაც მშობელს პირადად ნახავს, საზოგადოებისთვის ბევრი რამის მოყოლას შეძლებს“.
თამუნა მუსერიძე: „დედას ვეძებდი და მგონი, მამას მივაგენი…“