LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სენ დენიზე საქართველოს ჰიმნი მაინც გაჟღერდება, კომისიამ საბოლოო ვერდიქტი გამოაცხადა და გიგას ოქროს მედალიც დაუბრუნდა და მსოფლიოს რეკორდიც! – რატი იონათამიშვილი

207
რატი იონათამიშვილი და გიგა ოჩხკრიკიძე

გიგა ოჩხიკიძეს ოქროს მედალიც დაუბრუნდა და მსოფლიოს რეკორდიც, – წერს სოციალურ ქსელში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი.

„არიიიის! სენ დენიზე საქართველოს ჰიმნი მაინც გაჟღერდება! დავიცავით გიგას უფლებები! კომისიამ საბოლოო ვერდიქტი გამოაცხადა და გიგას ოქროს მედალიც დაუბრუნდა და მსოფლიოს რეკორდიც! გიგა ოჩხიკიძე უკვე ორგზის ჩემპიონი ხარ!“, – წერს იონათამიშვილი.

მანამდე რატი იონათამიშვილი წერდა, რომ გიგა ოჩხიკიძის შედეგები გაასაჩივრეს მაროკოსა და ირანის დელეგაციებმა, მას შემდეგ, რაც იგი ოფიციალურად გამარჯვებულად გამოცხადდა.

გიგა ოჩხიკიძეს ოქროს მედალი გაუუქმეს

„ბირთვის კვრის ორგანიზატორებმა გადაწყვეტილება შეცვალეს. ჩვენ დაუყოვნებლივ გავასაჩივრეთ ეს გადაწყვეტილება და ახლაც განხილვის პროცესში ვართ. გვქონდა რამდენიმე საათიანი შეხვედრა ორგანიზატორებთან და მსაჯებთანაც, წარვადგინეთ ვიდეო მტკიცებულებებიც, რომ გიგა სწორად ისვრის ბირთვს“, – წერდა იონათამიშვილი.

მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, ქართველმა მძლეოსანმა გიგა ოჩხიკიძემ ბირთვის კვრაში კვლავ ჩემპიონობა იზეიმა და საქართველოს პარალიმპიადაზე ოქროს მედალი მოუტანა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g