გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში, თბილისი-ბათუმის მიმართულებით მიმავალი სამგზავრო მატარებელი სამუშაო პლატფორმას შეეჯახა – ავარიის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციითვე, მატარებლის მგზავრებს შორის არავინ დაშავებულა.
შემთხვევა დიდუბის ტერიტორიაზე მოხდა.
ადგილზე მობილიზებული არიან სასწრაფო დახმარების ბრიგადები, ასევე სამართალდამცავები და შესაბამის მოქმედებებს ახორციელებენ.
თუ რა მუხლით დაიწყო გამოძიება დეტალებს „ფორტუნა“ შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.
შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს რკინიგზამ.
უწყების განმარტებით, მიმდინარეობს დეტალური მოკვლევა, ამ დროისთვის კი გაჩერებულია ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი, რომლის მგზავრები არ დაშავებულან.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, „საქართველოს რკინიგზა“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ფაქტის გამო და უსამძიმრებს თანამშრომლებსა და გარდაცვლილთა ოჯახებს:
„დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმურ სამუშაოებს ასრულებდნენ.
ამ დროისთვის გაჩერებულია ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი, რომლის მგზავრები არ დაშავებულან.
მომხდარის შესახებ მიმდინარეობს დეტალური მოკვლევა, ხოლო შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო პროცედურები, რის შემდეგაც განხორციელდება ბათუმი-თბილისის მატარებლის ტრანსპორტირება თბილისი ცენტრალის მიმართულებით.
„საქართველოს რკინიგზა“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ფაქტის გამო და უსამძიმრებს თანამშრომლებსა და გარდაცვლილთა ოჯახებს“ – ნათქვამია ინფორმაციაში.
დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს…
Posted by საქართველოს რკინიგზა / Georgian Railway on სამშაბათი, 03 სექტემბერი, 2024