პარიზში მიმდინარე პარალიმპიურ თამაშებზე ეტლით ფარიკაობაში ნინო თიბილაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, წარმატებული ასპარეზობის შემდეგ კი საკუთარი ემოციები პირველ არხს გაუზიარა და აღნიშნა, რომ ეს ბრინჯაოს მედალი მისთვის ოქროს უდრის.
„ეს ჩემთვის მეორე პარალიმპიადა იყო. პირველი ტოკიოში გაიმართა და პანდემიის გამო დარბაზი ცარიელი იყო. ამჯერად სავსე ტრიბუნებმა დიდი ემოცია შემოიტანა. ვეცადე, ჩემი მაქსიმუმი მეჩვენებინა. მართალია, ეს ბრინჯაოს მედალია, მაგრამ ჩემთვის ოქროს უდრის. რთული და ემოციური შეხვედრები მქონდა. მადლობა ჩემს ყველა მოწინააღმდეგეს ღირსეული ბრძოლისთვის. გილოცავ, საქართველო!“
🗣 ნინო თიბილაშვილის პირველი კომენტარი პარალიმპიადაზე ბრინჯაოს მედლის მოპოვების შემდეგ🗣 ნინო თიბილაშვილის პირველი კომენტარი პარალიმპიადაზე ბრინჯაოს მედლის მოპოვების შემდეგ
Posted by პირველი არხი on სამშაბათი, 03 სექტემბერი, 2024