LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მოჰკიდეთ ამ თქვენს შვილებს ხელი და სანამ ევროპაში წაიყვანთ საწანწალოდ, წაიყვანეთ მთაში, ბარში, ტყეში… სად მიდიხართ ხალხო, ვის უტოვებთ ამ ქვეყანას…“ – როგორ ვასწავლოთ ახალგაზრდებს სამშობლოს სიყვარული, რას ამბობს ინტერნეტის გმირი, მოცეკვავე პედაგოგი

3367
მარინა ბედოშვილი

ინტერნეტში ვირუსულად გავრცელებული ვიდეოს გმირი, მოცეკვავე პედაგოგი, რომელიც საზოგადოებამ მხიარული ცეკვის კადრებით გაიცნო და შეიყვარა, გადაცემა დღის „პოსტის სტუმარი“ იყო.

❤ 65 წლის იუბილეზე მასწავლებელი მარინა ბედოშვილი საოცრად ცეკვავს #fortunage ვიდეო: Nata kokalashvili

Posted by Radio Fortuna FM 106,9 on ხუთშაბათი, 29 აგვისტო, 2024

მარინა ბედოშვილი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია.

როგორ ვასწავლოთ შვილს პატრიოტიზმი და სამშობლოს სიყვარული – სწორედ ამ საკითხზე ისაუბრა ცნობილმა პედაგოგმა გადაცემაში.

ბედოშვილი ახალგაზრდებსაც მიმართავს და ამბობს, რომ მათი სახლი საქართველოა:

„მოჰკიდეთ ამ თქვენს შვილებს ხელი და სანამ ევროპაში წაიყვანთ საწანწალოდ, წაიყვანეთ მთაში, ბარში, ტყეში, იარეთ ფეხით ხალხო. ამ ჩემი მტკივანი მუხლებით, ფეხით მოვიარე საქართველო.

სამშობლო რომ უყვარდეს მოსწავლეს და შვილს, ჯერ უნდა იცოდეს ეს სამშობლო და რა ესმით ამ საზოგადოებისგან, რომ თითქოს ამ ქვეყნიდან დროზე უნდა გაიქცეთ.

სად მიდიხართ ხალხო, ვის უტოვებთ ამ ქვეყანას…

ბავშვებო თქვენი სახლი არის საქართველო და ყველა გზა რომში არ მიდის, ყველა გზა სამშობლოში მიდის“ – ამბობს მარინა ბედოშვილი.

🔹 ყველა გზა რომში არ მიდის, ყველა გზა სამშობლოში მოდის! –

🔹 ყველა გზა რომში არ მიდის, ყველა გზა სამშობლოში მოდის! – როგორ ვასწავლოთ შვილს პატრიოტიზმი და სამშობლოს სიყვარული?! #მარინაბედოშვილი

Posted by დღის პოსტი / Dgis Posti on ოთხშაბათი, 04 სექტემბერი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g