ვენეციის კინოფესტივალზე ქართველი რეჟისორის, დეა კულუმბეგაშვილის ახალი ფილმის, „აპრილის” პრემიერა გაიმართა.
საპრემიერო ჩვენების წინ, ფესტივალის წითელ ხალიჩაზე ფილმის შემოქმედებითი გუნდი გამოჩნდნენ. დეა კულუმბეგაშვილთან ერთად, პრესის წინაშე წარდგნენ კახა კინწურაშვილი, ია სუხიტაშვილი და მერაბ ნინიძე.
დეას გარდა არიან ისეთი ცნობილი რეჟისორები, როგორებიცაა პედრო ალმოდოვარი, ლუკა გუადანინო და სხვები
რაც შეეხება ფილმის სინოფსისს, სიუჟეტი ნინას ირგვლივ ვითარდება , რომელიც საქართველოს პროვინციულ ქალაქში მდებარე ერთადერთი საავადმყოფოს ექიმ-გინეკოლოგია. ერთხელაც მისი მორიგეობისას ახალშობილი იღუპება.
ახლახან ფილმს არაერთი გავლენიანი გამოცემა ვრცელი რეცენზიებით გამოეხმაურა. კინოკრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ კულუმბეგაშვილი კარგად აჩვენებს მაყურებელს, თუ რას ნიშნავს იყო ქალი. ის აბორტთან დაკავშირებულ სტიგმებს და პრობლემებსაც ეხება.
გამოცემა IndieWire წერს, რომ დეა კულუმბეგაშვილი ახალი ფილმით გვაჩვენებს თავის ოსტატობას – იყოს მსოფლიოში გამორჩეული რეჟისორი, რომელსაც შეუძლია, მაყურებელში მძაფრი ემოციები აღძრას.
ვენეციის პრემიერის შემდეგ „აპრილი” აქტიურ საფესტივალო ცხოვრებას გააგრძელებს და ნიუ იორკში, ტორონტოს კინოფესტივალზე იქნება წარმოდგენილი.