ამერიკის ექს-პრეზიდენტის ბარაკ ობამას უფროსი ქალიშვილი, 25 წლის მალია, ამჯერად ამერიკული კინოს ფესტივალზე გამოჩნდა. ჰარვარდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული მალია, შემოდგომის ანსამბლში, „ვივიენ ვესტვუდის” კუბოკრულ კაბაში იყო გამოწყობილი.
ანსამბლს მალიამ „მერიდიტ კუპის” მაღალყელიანი ჩექმა შეუხამა. მერიდიტი წლები მიშელ ობამას პირადი დიზაინერი იყო.
საინტერესოა, რომ მალია ობამა პირველ ნაბიჯებს დგამს კინო ინდუსტრიაში. მან უკვე გადაიღო მოკლემეტრაჟიანი ფილმი The Heart, რომელიც სანდენსის კინოფესტივალზე აჩვენეს.