რუმინელ მოსწავლეებს სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონის გამოყენება აღარ შეეძლებათ. სიახლის შესახებ Moldova1 წერს.
ტელეფონის სკოლაში მიტანა კვლავინდებურად ნებადართული იქნება, თუმცა მოსწავლეებს მათი შენახვა სპეციალურ საცავში მოუწევთ. ამ საცავზე წვდომა, მხოლოდ კლასის დამრიგებელს და დირექტორს ექნებათ.
თუკი მოსწავლე ახალ წესს დაარღვევს, მასწავლებელს ტელეფონის ჩამორთმევის უფლება ექნება. ტელეფონს მშობლებს გაკვეთილების შემდეგ დაუბრუნებენ.
ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში სმარტფონების გამოყენება აიკრძალება ასევე იტალიის, უნგრეთის, სლოვაკეთის და საფრანგეთის რამდენიმე სკოლაშიც.
ხოლო ნიდერლანდელ მოსწავლეებს არამხოლოდ სმარტფონების, არამედ პლანშეტების და სხვა მობილური მოწყობილობების გამოყენებაც შეზღუდული აქვთ. მასწავლებლების თქმით, ახალი ზომის დამსახურებით ბავშვებმა ერთმანეთთან კომუნიკაციას მოუხშირეს.