LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეილინ ვუდლი ჯენის ჯოპლინს განასახიერებს

186
shailene-woodley-janis-joplin-cinebiografia-1024x625

ელტონ ჯონისელვის პრესლისუიტნი ჰიუსტონისბობ მარლისემი უაინჰაუსისა და სხვა უამრავი საკულტო არტისტის შესახებ გადაღებული ბიოპიკების შემდეგ, ჯენის ჯოპლინის ჯერიც მოვიდა.

ცნობილი გახდა, რომ 60-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი როკ არტისტის ცხოვრებასა და მუსიკალურ კარიერას ეკრანებზე, ბლოკბასტერების – ,,დივერგენტი” და ,,ბედის ვარსკვლავის ბრალია” ვარსკვლავი, შეილინ ვუდლი გააცოცხლებს. 32 წლის მსახიობი, რომელიც პროექტის პროდიუსერიც იქნება, როლისთვის – 2.5 მილიონ დოლარს მიიღებს.

მომავალი ბიოგრაფიული ფილმის სახელწოდება ჯერჯერობით უცნობია. მისი გადაღებები, რომელსაც California Film Commission აწარმოებს, კალიფორნიაში გაიმართება.

ბლუზ-როკის დედოფალი – ჯენის ჯიპლინი, 1970 წელს, 27 წლის ასაკში გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ მუდმივად ცდილობდა ნარკოდამოკიდებულებასთან ბრძოლას, ჯოპლინი ჰეროინსა და ალკოჰოლს ვერ ეშვებოდა. ის ოქტომბერში, ჯიმი ჰენდრიქსის სიკვდილიდან 17 დღეში გარდაიცვალა. აღსანიშნავია, რომ მათ ხშირად ,,კლუბი 27-ის” წევრებს უწოდებენ. უცნაურია, მაგრამ ფაქტია – 27 წლის ასაკი მუსიკის ბევრი ლეგენდისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. ფაქტია, რომ The 27 Club-ის წევრმა გენიალურმა მუსიკოსებმა არც ისე ხანგრძლივ სიცოცხლეში, უდიდესი მემკვიდრეობის დატოვება შეძლეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები