LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

The Guardian: მიწისძვრა Volkswagen-ში და კრიზისი გერმანიისთვის? კომპანია პირველად თავისი არსებობის ისტორიაში გერმანიაში საკუთარი ქარხნების დახურვის შესაძლებლობას განიხილავს

123
Volkswagen

ერთ-ერთი მსხვილი გერმანული მანქანათმშენებელი კომპანია Volkswagen-ი პირველად თავისი არსებობის ისტორიაში გერმანიაში საკუთარი ქარხნების დახურვის შესაძლებლობას განიხილავს, რათა 1 მილიარდი ევროს ეკონომია მოახდინოს. ამ შინაარსით სტატიას ბრიტანული The Guardian-ი აქვეყნებს.

ეს ამბავი ქარხნებში მომუშავე ადამიანებამდეც მივიდა, მაგრამ ისინი, როგორც ჩანს, გაოცებულები არ იყვნენ. „უკვე რამდენიმე დღეა განწყობა არცთუ ისეთი სახარბიელოა“, – თქვა ერთ-ერთმა დასაქმებულმა.

The Guardian-ის მტკიცებით, რამდენიმე დღის წინ გერმანულ ქალაქ ვოლფსბურგში, სადაც Volkswagen-ის ქარხანა მდებარეობს, გაიმართა თათბირი, რომელშიც ქარხნის 10 ათასი თანამშრომელი მონაწილეობდა. მათ ქარხნის ხელმძღვანელობასთან იკამათეს. შეხვედრაზე მუშების ნაწილი პლაკატებით იყო მისული, რომლებზეც ეწერა „ჩვენ Volkswagen-ი ვართ, ხოლო თქვენ – არა“.

„ჩვენ წელიწადში 500 ათასი ავტომობილის გაყიდვა გვაკლია“, – თქვა Voklswagen-ის ფინანსურმა დირექტორმა არნო ანტლიცმა მუშებთან შეხვედრაზე. მისი თქმით, ეს ორი ქარხნის წარმოების ეკვივალენტია.

როგორც მან აღნიშნა, ეს მაჩვენებელი არ ნიშნავს იმას, რომ კომპანია ცუდ პროდუქციას ამზადებს, ან მას ცუდი თანამშრომლები ჰყავს. „ბაზარი აღარ არსებობს“, – დასძინა ანტლიცმა.

ექსპერტების შეფასებით, Volkswagen-ში დაახლოებით 20 ათასი ადამიანი მუშაობს, რაც ძალიან ბევრია. კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ოლივერ ბლუმმა განაცხადა, რომ Volkswagen-ი დიდი ხანია დოტაციაზეა. ის საკუთარი საბრუნავი თანხიდან წელიწადში 1,5 მილიარდ ევროს იღებს და სხვა ხარჯებს ფარავს. და ეს ყველაფერი 15 წელია გრძელდება.

მან სიტუაცია ოჯახის ბიუჯეტს შეადარა, რომელიც ყოველი თვის ბოლოსკენ მთავრდება. ხანდახან გამოჩნდება კეთილი ნათესავი, რომელიც დამატებით ხარჯებს, მაგალითად ახალი ტელევიზორის შეძენის თანხას გადაიხდის.თუმცა, ბლუმს პირდაპირ არ უთქვამს, რომ ქარხანაში შექმნილი მძიმე მდგომარეობის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი ჩინეთია.

ბლუმი არის ადგილობრივი მცხოვრები. მას ძალიან კარგად ესმის, თუ რა როლს თამაშობს Volkswagen-ი გერმანიის ეკონომიკაში და რომ ის ფედერალური მიწის ქვემო საქსონიის სავიზიტო ბარათია. მას სურს „Volkswagen-ის ოჯახის დაცვა“, – ამტკიცებს The Guardian-ი.

სააგენტო Bloomberg-მა 3 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ Volkswagen-ი გერმანიაში გაუარესებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო საკუთარი ქარხნების დახურვას აპირებს. სააგენტოს მტკიცებით, ეს იქნება ქარხნების დახურვის პირველი შემთხვევა კომპანიის 87-წლიანი ისტორიის განმავლობაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g