გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, ლატვიაში, ქალაქ რიგაში საკვები და სასმელი პროდუქციის საერთაშორისო გამოფენაზე შვიდი ქართული კომპანია მონაწილეობდა.
სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა დავით წითლიძემ და ლატვიის
რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ირაკლი
ყურაშვილმა საქართველოს სტენდზე ლატვიის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის
მინისტრს არმანდს კრაუზეს უმასპინძლეს.
საქართველოს სტენდზე წარმოდგენილი იყო ქართული ღვინო, ნატურალური წვენები, სხვადასხვა სახის კონსერვები.
RIGA FOOD 2024-ზე 30 ქვეყანა და სასოფლო-სამეურნეო სექტორში მოქმედი 400-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია მონაწილეობდა.