„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გორში, რეგიონულ ღონისძიებებაზე სიტყვით გამოსვლისას განახცადა: „გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები”.
კრემლის პროპაგანდისტი მარგო სიმონიანი ივანიშვილის განცხადებას „თბილად მიესალმება“.
„საქართველო საოცრად ადეკვატურად იქცევა. თითქოს, მრავალწლიანი ლოთობიდან და ფსიქოზიდან გამოვიდა. თბილად მივესალმებით!“, – წერს სიმონიანი.