LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსებმა ხარკოვს დაარტყეს, დაშავდა 33 ადამიანი

131
030c6b6bdd1a68f2d00f0e1351c9f735-wide-big

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსული ძალების მიერ ხარკოვზე განხორციელებული იერიშის შედეგად მაღალსართულიანი საცხოვრებელი შენობა დაზიანდა და 33 ადამიანი დაშავდა.

უკრაინის პრეზიდენტის ვლადმიერ ზელენსკის ინფორმაციით, მსოფლიო უკრაინას რუსული სამხედრო თვითმფრინავებისგან და მართვადი ბომბებისგან დაცვაში უნდა დაეხმაროს.

„მსოფლიო რუსული სამხედრო თვითმფრინავებისგან და ათობით მართვადი ბომბისგან დაცვაში უნდა დაგვეხმაროს, რომლებიც ყოველდღიურად კლავენ უკრაინელებს. ეს ტერორი შეიძლება შეჩერდეს. მაგრამ ტერორის შესაჩერებლად, ჩვენ უნდა შევაჩეროთ ძლიერი გადაწყვეტილებების შიში, რომელიც ობიექტურად არის საჭირო. მხოლოდ სიმტკიცეს შეუძლია ამ ომის სამართლიანად დასრულება. სწორედ სიმტკიცე იცავს ყველაზე ეფექტურად ტერორისგან“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g