პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, 7 თვის ეკონომიკურმა ზრდამ 9,7% შეადგინა. აღნიშნულის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც მანვე აღნიშნა, ახლა მთავარი ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნებაა.
„პირველად ვიკრიბებით, მას შემდეგ, რაც ივლისის თვის ეკონომიკური ზრდის მონაცემები გამოქვეყნდა. ჩვენ ივლისში 13%-იანი ეკონომიკური ზრდა გვქონდა, შესაბამისად, 7 თვის საშუალო ზრდამ 9,7% შეადგინა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპაში რეგიონის ქვეყნებს შორის და კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ჩვენთვის მთავარია სწორედ ეკონომიკური ზრდის ამ მაღალი ტემპის შენარჩუნება, რაც საუკეთესო გზაა უმუშევრობის, სიღარიბის დაძლევისკენ და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ეტაპობრივად აამაღლებს კეთილდღეობის ხარისხს ჩვენს ქვეყანაში“. – განაცხადა კობახიძემ.