ლოს-ანჯელესში გამართულ საჩოგბურთო ტურნირს პრინცი ჰარი და მეგან მარკლი დაესწრნენ. 43 წლის სასექსის ჰერცოგინია ბრწყინავდა იტალიური ბრენდის Giuliva Heritage-ის ულამაზეს კაბაში, ხოლო ანსამბლს „კაროლინა ჰერერას“ უძვირფასესი ჩანთა შეუხამა. ცხადია, მეგანმა მინიკაბიდან აქცენტი „აქუაზურას“ ფეხსაცმელზე გადაიტანა.
რაც შეეხება აქსესუარებს, აქ წამყვანი იყო მეგანის საყვარელი ბრენდის – „რეი-ბანის“ სათვალე და „კარტიეს“ საათი, რომელიც 21 ათასი ფუნტი სტერლინგი ღირს, ხოლო ამავე ბრენდის მეორე, გულის ფორმის სამაჯური -7 ათასი ფუნტი სტერლინგი.
ჯამში მეგან მარკლის სამოსისა და სამკაულების ღირებულება, 40 ათას დოლარს შეადგენდა. მეგანმა და პრინცმა ჰარიმ ჩოგბურთის ტურნირის ორგანიზატორებთან ფოტოებიც გადაიღეს.
მეუღლისგან განსხვავებით, უფრო მოკრძალებულად იყო გამოწყობილი პრინცი ჰარი, ის ჯინსებსა და ლურჯ პიჯაკში პოზირებდა ფოტოგრაფებთან.
კაბა, რომლის გამოც მეგან მარკლი მკაცრად გააკრიტიკეს – რისი თქმა სურდა ჰერცოგინიას