ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივ რეჟიმში აღდგენილია, – ამის შესახებ განცხადებას საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 183-ე კილომეტრზე ჩამოსული იყო მიწა კლდის შვავი, რის გამოც გზის სავალი ნაწილი ჩაიკეტა.
„საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლების ინტენსიური მუშაობის შედეგად გზის გაწმენდა რამდენიმე საათში მოხერხდა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.