ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, 18 სექტემბრის მდგომარეობით, რთველი 2024-ის ფარგლებში, კახეთში გადამუშავებულია 146 ათასი ტონა ყურძენი (60 ათას ტონამდე რქაწითელი, 68.5 ათას ტონამდე საფერავი).
ამ ეტაპისთვის მოსავალი 12 ათასზე მეტმა მევენახე ფერმერმა დააბინავა. ყურძნის რეალიზაციით მიღებული შემოსავალი 197 მლნ ლარს აღწევს.
ყოველდღიურად მოსავლის გადამუშავება 80-მდე კომპანიასა და მარანში მიმდინარეობს.
ქალაქ თელავში რთველის საკოორდინაციო შტაბი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზი (1501) 24 საათიან რეჟიმში მუშაობს.