LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

PULLMAN RESIDENCES – „პეტრა ჯგუფის“ კიდევ ერთი პრემიალური პროექტი

516
პეტრა ჯგუფი

2024 წლის სექტემბერში, ციხისძირის სანაპიროზე, პირველად საქართველოში, მსოფლიოში ცნობილი პრემიალური ბრენდის PULLMAN-ის სასტუმროს ტიპის რეზიდენციების მშენებლობა დაიწყება. PULLMAN RESIDENCES, „პეტრა ჯგუფსა“ და ACCOR-ს შორის ხელშეკრულების საფუძველზე, „პეტრა ჯგუფის“ ზღვისპირა პროექტში „Petra Sea Resort“-ში განთავსდება.

PULLMAN-ის ბრენდული რეზიდენციების შეძენის მსურველებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, დაჯავშნონ სასურველი რეზიდენცია, შემდეგ კი, მუდმივად მზარდი საინვესტიციო ღირებულების მქონე სასტუმროს ტიპის უძრავი ქონების შეძენით, გლობალური ბრენდის პარტნიორები გახდნენ.

რეზიდენციები 2 ბლოკში განაწილდება. თითოეული რეზიდენციის მფლობელი მიიღებს პირველი კლასის სერვისს და კეთილმოწყობილ რეზიდენციას საერთაშორისო კომპანიის მიერ შექმნილი ინტერიერის დიზაინით. საერთაშორისო მენეჯმენტ-კომპანიის (VALOR HOSPITALITY) მიერ მართული გაქირავების სერვისით კი სტაბილურ, მზარდ შემოსავალს.

რეზიდენციების სამშენებლო სამუშაოები 2028 წლის ბოლომდე გასტანს.

აღსანიშნავია, რომ რეზიდენციის თითოეული მფლობელი ACCOR-ის ლოიალობის პროგრამაში ერთვება, რაც გულისხმობს განსაკუთრებულ პრივილეგიებს ბრენდის თითქმის ყველა სასტუმროსა და კურორტზე მსოფლიოს მასშტაბით.

მნიშვნელოვანია, რომ პულმანის რეზიდენციების სტუმრები და მფლობელები 20 ჰექტარზე გაშლილი Petra Sea Resort-ის მდიდარი ინფრასტრუქტურის თითოეული ბენეფიტით ისარგებლებენ (კერძო სანაპირო, ღია და დახურული აუზები, სავაჭრო სივრცეები, ბავშვთა გასართობი სივრცეები, აკვაპარკი, კაფეები, ლაუნჯ ბარები და სხვა).

Petra Sea Resort მდებარეობს ციხისძირში, ბათუმიდან 15 კილომეტრში, ზღვის პირველ ზოლში და ახლოსაა ისეთ ტურისტულ ლოკაციებთან, როგორებიცაა მტირალას პარკი და ბათუმის ბოტანიკური ბაღი.

PULLMAN RESIDENCES-ის შესახებ გადაცემაში „ბიზნესნიუსი“ დაწვრილებით „პეტრა ჯგუფის“ მარკეტინგის ხელმძღვანელმა ნატალია გელაშვილმა ისაუბრა:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g