თბილისში დენის დარტყმის შედეგად 13 წლის მოზარდი დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, ტრაგედია გასულ კვირას, მოზარდის სახლთან მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი ავტომობილის სადგომის შენობის თავზე ელექტრო ანკესს აწყობდა, რა დროსაც ანკესი ელექტრო სადენს შეეხო, დენი მოზარდზე გადავიდა და მოზარდმა სხეულზე უმძიმესი დამწვრობა მიიღო.
რადიო „ფორტუნა” შსს-ში დეტალების დაზუსტებას ცდილობს.