LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

23 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2024-2025 სასწავლო წელი საზეიმო ღონისძიებით გაიხსნება

398
23 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2024-2025 სასწავლო წელი საზეიმო ღონისძიებით გაიხსნება

2024 წლის 23 სექტემბერს, 9 საათიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2024-2025 სასწავლო წლის დაწყებისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართება. 

პირველსემესტრელებს სასწავლო წლის დაწყებას მიულოცავენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, კანცლერი, ფაკულტეტების დეკანები, პროფესორები, ასევე, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები.

ღონისძიების მიმდინარეობისას, პირველსემესტრელებს შეხვდებიან: მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თინათინ ტყემალაძე; სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ნანა ყიფიანი; ფარმაციის ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი თამარ ჩიკვილაძე; საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი შალვა (დავით) ზარნაძე; ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ლელა მასხულია და საექთნო საქმისა და სამეანო საქმის საბაკალავრო პროგრამების კოორდინატორი მედეა ჯღარკავა.

აღსანიშნავია, რომ ამავე დღეს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით თსსუ-ში ჩარიცხულ 10 ყველაზე მაღალრეიტინგულ პირველსემესტრელს დააჯილდოებს. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები