LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლეგენდების ამხანაგური მატჩი ანგარიშით 2:2 დასრულდა

207
ლეგენდების მატჩი - ფოტო IPN

ლეგენდების ამხანაგური მატჩი, რომელიც საქართველოს ნაკრებსა და „მილანს“ შორის გაიმართა, 2:2 ანგარიშით დასრულდა.

პირველი გოლი 38-ე წუთზე საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი დემეტრაძემ, მეორე კი დავით სირაძემ გაიტანა.

„მილანის“ ნაკრებიდან გოლების ავტორები მარკო ბორიელო და კლარენს ზეედორფი გახლდნენ.

ცნობისთვის, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ნაკრებისა და „მილანის“ ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართა.

ფოტო: „ინტერპრესნიუსი“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g