LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ჯაიანი დედამისის ხმოვან შეტყობინებებს უგზავნიდა კესოს, სადაც ტიროდა, შვილს ეუბნებოდა, ეს რა გააკეთე, მეც და მამაშენიც თავს მოვიკლავთო. მეზობლებს როგორ ჩავხედოთ თვალებშიო“ – კესარია აბრამიძის მეგობრები ჯაიანთან ურთიერთობის დეტალებზე

6190
2024-09-21_23-01-01_722805

მოკლული ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მეგობრები ბრალდებულ, ბექა ჯაიანთან მისი ურთიერთობის შესახებ „მთავარ არხთან“ საუბრობენ.

როგორც ნათია თოფჩიძე მედიასთან საუბრობს, ჯაიანს კესარია მანიაკალური სიყვარულით ჰყავდა ამოჩემებული.

„იცით როგორ ჰყავდა ამოჩემებული, მანიაკალური სიყვარულით. კესოსაც სჯეროდა რომ მის გარდა ვერავინ შეიყვარებდა. ყოველ წუთას უმტკიცებდა რომ უყვარდა და შერიგებას სთხოვდა. მირჩევნია მოგკლა და მკვდარი გნახოო. კესარიას და ჯაიანის ოჯახმა მათი ურთიერთობის შესახებ იცოდა. ამის გასაჯაროება სიახლე არავისთვის იქნებოდა. სულ იძახოდა, ჩემი ცოლი, ჩემი ცოლი. ათამაშებდა ამ ოჯახობანას. მეზობლები სცნობდნენ და ყველგან დადიოდნენ.

ეს ბიჭი დედამისის ხმოვან შეტყობინებებს უგზავნიდა კესოს, სადაც ტიროდა. შვილს ეუბნებოდა, ეს რა გააკეთე, მეც და მამაშენიც თავს მოვიკლავთო. მეზობლებს როგორ ჩავხედოთ თვალებშიო. ის რომ ჯაიანის მშობლებმა არ იცოდნენ ეს ამბავი, ტყუილია. კესომ მითხრა, რომ ერთხელ სახლშიც მიიყვანა“, – ამბობს კესარიას მეგობარი.

ცნობისთვის, 37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულ ბექა ჯაიანს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

წინასასამართლო სხდომა 2024 წლის 7 ნოემბერს, 12:00 საათზე დაინიშნა.

ვიდეო: „მინდა, მივუსამძიმრო კესარიას დედას და ბოდიში მოვუხადო, მე ორივეს ვტირი“ – რა უთხრა კესარია აბრამიძემ ბექა ჯაიანის დედას მკვლელობამდე

ვიდეო: კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და კვლავ დუმილის უფლებას იყენებს – კადრები სასამართლო პროცესიდან

„ღვთისმშობლის ხატთან კესარია იდგა, ტკივილით და სინანულით სავსე… მანამდე და არც მერე მსგავსი სინანული არავისგან მიგრძვნია… დანარჩენი ღმერთმა იცის“ – რა ისტორიას იხსენებს პეტრე კოლხი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g