ევროკავშირის ავტო ბაზარი ბოლო სამი წლის განმავლობაში ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა. ახალი მანქანების რეალიზების მაჩვენებელი აგვისტოში 18,3 პროცენტით შემცირდა, რაც ისეთ მნიშვნელოვან ბაზრებზე როგორიცაა მაგალითად – გერმანია, საფრანგეთი და იტალია, მოთხოვნის შემცირებას უკავშირდება.
ყველაზე შესამჩნევად ინტერესმა ელექტრომობილების მიმართ იკლო – მთელი 44%-ით. მწარმოებლები პანიკას ტეხენ და მთავრობისგან სწრაფ რეაგირებას ითხოვენ, რათა მომავალი კრიზისი აირიდონ თავიდან.
ელექტრომობილებზე მოთხოვნა მკვეთრად შემცირდა გერმანიაში, აგვისტოს თვეში მაჩვენებელი 68,8% იყო. საფრანგეთში გაყიდვები სამჯერ ნაკლები იყო, მთელი ევროპის მასშტაბით კი 22,3%-ით ნაკლები.
მნიშვნელოვანი დანაკარგი ჰქონდათ ევროპელ მწარმოებლებს. Volkswagen-ის ავტომობილებზე მოთხოვნამ აგვისტოში 14,8%-ით იკლო, Stellantis-ის შემთხვევაში მაჩვენებელი 29,5%-ით ნაკლებია, ხოლო Renault-ის – 13,9%-ით.