LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს არის ხელისუფლების პასუხი იმ კამპანიაზე, რომლის მთავარი მიზანია, მოქალაქეები დავარწმუნოთ, რომ ხმა მისცენ საქართველოს ევროპულ მომავალს… ჩვენ კონსტიტუციის შესაბამისად ვმოქმედებთ“ – გიგაური ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებაზე

131
ეკა გიგაური

ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, ორგანიზაციები „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ და „აირჩიე ევროპა“ „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად“ უნდა იქნენ ცნობილნი და მათზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონი უნდა გავრცელდეს, „TI საქართველოს“ ხელმძღვანელი, ეკა გიგაური ეხმიანება.

ანტიკორუფციულმა ბიურომ „TI საქართველო“ და „აირჩიე ევროპა“ გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტად ცნო – რა ნაბიჯები გადაიდგმება, თუ ორგანიზაციები 5 დღის ვადაში ფინანსურ ანგარიშებს არ წარადგენენ

როგორც ეკა გიგაურმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ორგანიზაცია საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად მოქმედებს, ფინანსური დოკუმენტების მიწოდების თაობაზე ოფიციალური მოთხოვნა კი ჯერ არ მიუღიათ:

„ეს არის საქართველოს ხელისუფლების პასუხი იმ კამპანიაზე, რომელსაც ჩვენ ვატარებთ და რომლის მთავარი მიზანია, დავარწმუნოთ მოქალაქეები, რომ ხმა მისცენ საქართველოს ევროპულ მომავალს. ჩვენ ვმოქმედებთ საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად და არ გვგონია, რომ აქ რაიმე პრობლემაა. როგორც ჩანს, პირიქით, ეს არის პრობლემა საქართველოს ხელისუფლების, რადგანაც არ მოსწონთ რომ ასეთი კამპანია მიმდინარეობს. რაც შეეხება ფინანსური დოკუმენტების მიწოდებას, ჯერ არ მიგვიღია ოფიციალური მოთხოვნა, შევხედავთ რას მოგვთხოვენ და იმის მიხედვით ვიმოქმედებთ“, – განუცხადა ეკა გიგაურმა „ინტერპრესნიუსს“.

შეგახსენებთ, ანტიკორუფციულმა ბიურომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ და „აირჩიე ევროპა“ გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტად ცნო.

როგორც ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა რაჟდენ კუპრაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, ორგანიზაციების დამფუძნებლები ვალდებულნი არიან, 5 დღის ვადაში, კანონით დადგენილი წესით, ბიუროს წარუდგინონ გადაწყვეტილებით დადგენილი საანგარიშო პერიოდის შესაბამისი ფინანსური ანგარიშები.

პოპულარულები