მოდელმა და ტელეწამყვანმა მანიკა ასათიანმა, რომელიც 32 წლის გახდა, საკუთარი დაბადების დღე მეგობრების გარემოცვაში მხიარულად აღნიშნა.
სოციალურ ქსელში ვრცელდება უამრავი ვიდეო, რომელიც დაბადების დღის წვეულებაზეა გადაღებული – მანიკას მეგობრებმა მისი საღამო ნამდვილ მუსიკალურ დღესასწაულად აქციეს.
მანიკასთან ერთად, მსოფლიო ჰიტი „That’s What Friends Are For“ შესანიშნავად იმღერა თიკა ფაცაციამ. არაჩვეულებრივი დუეტის ვიდეოებს თიკა „ინსტაგრამის“ სთორიში გვიზიარებს.