LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაჭაში რთველი დაიწყო

113
რთველი 2024

რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ყურძნის კრეფა-დაბინავება დაიწყო. ამ ეტაპზე გადამუშავებულია 140 ტონა ყურძენი. მიმდინარე წელს საპროგნოზო მოსავალი 2000 ტონის ფარგლებშია. მოსავლის დაბინავების პროცესში 50-ზე მეტი ღვინის კერძო კომპანია იქნება ჩართული.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც შეიძენს და გადაამუშავებს ხვანჭკარას მიკროზონაში მოწეულ არანაკლებ 3 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენს და მევენახეს გადაუხდის არანაკლებ 8 ლარს. რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში კომპანიებზე 1 კგ ალექსანდროულისა და 1 კგ მუჯურეთულისთვის 4 ლარის ოდენობის სახელმწიფო სუბსიდია გაიცემა.

ადგილწარმოშობის ღვინის „ხვანჭკარის“ ჯიშობრივი სიზუსტის დაცვისა და ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, ყურძნის მიმღებ ყველა პუნქტზე ამპელოგრაფები მონიტორინგს გაუწევენ ჩასაბარებელი ყურძენს. ამასთან, რეგიონის შემოსასვლელებში მოწყობილია სპეციალური ბლოკპოსტები, რათა არ მოხდეს ყურძნის სხვა მუნიციპალიტეტებიდან შემოტანა და მუჯურეთულსა და ალექსანდროულში შერევა.

ქალაქ ამბროლაურში, რთველის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, საკოორდინაციო შტაბი ამოქმედდა. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 1501.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g