ბევრი ყველგანმავალი და პიკაპი პირველ რიგში პრაქტიკულობაზეა ორიენტირებული, ხოლო სპორტულობა – მხოლოდ ყველაზე ძვირადღირებული პრემიული მოდელების პრეროგატივაა. თუმცა, ზოგჯერ ავტომწარმოებლები და ტუნინგ ატელიეები ასეთი მანქანების პირვანდელ დანიშნულებას ივიწყებენ და ქმნიან მძლავრ ვერსიებს რომლებიც ძირითადად სიჩქარეზე არიან ორიენტირებული.
ცოტა ხნის წინ დაანონსებული მდიდრული იაპონური კროსოვერი, ტოპ ბრიტანული ყველგანმავალი და ქარხნული რესტომოდი, თავის წინამორბედის ბაზაზე შექმნილი, ასევე ასფალტის სატვირთო არარსებული ძარით და ერთდროულად ორი გიჟური პიკაპი აშშ-დან – ამ ყველაფრის ნახვა ჩვენს გალერეაში შეგიძლიათ.