LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Linkin Park-მა ახალი ვიდეორგოლი გამოუშვა

118
page

მუსიკალურ ასპარეზზე ახლად დაბრუნებულმა საკულტო ბენდმა, Linkin Park-მა, ახალ სოლისტთან, ემილი არმსტრონგთან ერთად ახალი ვიდეორგოლი გაავრცელა. სიმღერა Heavy Is The Crwon ვიდეოთამაშ, League of Legends-ის მსოფლიო ჩემპიონატის ჰიმნი იქნება.

სიმღერა ჯგუფის ახალ ალბომში, From Zero შევა, რომელიც დღის სინათლეს 15 ნოემბერს ნახავს.

ასევე ცნობილი გახდა, რომ მსოფლიო ტურნეს ფარგლებში, ლეგენდარული ჯგუფი ნოემბერში კიდევ 3 კონცერტს, პარიზში, დალასსა და სან-პაოლოში გამართავს.

დიდი დაბრუნება – Linkin Park სცენაზე ახალი ვოკალისტით დაბრუნდა და ალბომი დააანონსა

შეგახსენებთ, ჯგუფი 1996 წელს თანაკურსელებმა და ბავშვობის მეგობრებმა, მაიკ შინოდამ, რობ ბურდონმა და ბრედ დელსონმა შექმნეს. თავდაპირველად პროექტს Xero ერქვა. 1999 წელს ჯგუფს ჩესტერი შეუერთდა. ჯგუფის სადებიუტო ალბომმა, Hybrid Theory რომელიც 2000 წელს გამოვიდა, მუსიკალურ ინდუსტრიაში გარდატეხა მოახდინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები