LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ის საელჩო ჯო ბაიდენის მიღებაზე ირაკლი კობახიძის მოსაწვევის გაუქმების მიზეზს ასახელებს

273
ირაკლი კობახიძე

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში განმარტავს, რატომ გაუუქმდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან მიღებაზე მიწვევა.

„ასეთი ქცევა არასერიოზულია. უპირველესად, ეს არის ამერიკის და ამერიკელი ხალხის შეურაცხყოფა“ – შალვა პაპუაშვილი ადასტურებს, რომ ჯო ბაიდენთან მიღებაზე ირაკლი კობახიძეს მიწვევა გაუუქმეს

როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ გაგზავნილ პასუხშია ნათქვამი, გადაწყვეტილების მიზეზად საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებები და აშშ-ის მიმართ უარყოფითი რიტორიკა არის დასახელებული.

კალაძე: „სულ რომ ბაიდენი ჩამოვიდეს საქართველოში და პირდაპირ ჩაერთოს საარჩევნო კამპანიაში, ამ რადიკალურ ოპოზიციას არაფერი ეშველება“

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ყველაფრის მიზეზი არის ის, რომ ხელისუფლებამ თავისი ქვეყნის ეროვნული ინტერესები დაიცვა.

„ბაიდენის ადმინისტრაციამ გააუქმა პრემიერ-მინისტრ კობახიძის მოწვევა გაეროს გენერალური ასამბლეის ყოველწლიურ მიღებაზე და უარი თქვა ქართულ დელეგაციასთან შეხვედრაზე საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებების, დეზინფორმაციისა და ნეგატიური რიტორიკის გამო შეერთებულ შტატებსა და დასავლეთზე“, – აცხადებენ აშშ-ის საელჩოში.

„აშშ-მ ეს ნაბიჯი გადადგა, რათა ხელისუფლებას „ნაცმოძრაობა“ დაუბრუნდეს“ – გია ვოლსკი ჯო ბაიდენთან მიღებაზე ირაკლი კობახიძის მიწვევის გაუქმებაზე

მიღებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოსაწვევის გაუქმების შესახებ ცნობა თავდაპირველად „ამერიკის ხმამ“ გაავრცელა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, 25 სექტემბერს, ნიუ-იორკში მსოფლიო ლიდერებს და გაეროს მაღალჩინოსნებს ტრადიციულ მიღებაზე უმასპინძლებს.

„სადმე გაგონილა, სტუმარი ჯერ დაპატიჟო და მერე კარები დაუხურო?“ – მაჭარაშვილი ჯო ბაიდენთან მიღებაზე პრემიერის მიწვევის გაუქმებაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g